არჩევნები 2021

აგიტაცია იკრძალება: საქართველოში „სიჩუმის დღე“ დაიწყო

საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2 ოქტომბრის 00:00 საათზე დუმილის რეჟიმი ამოქმედდა, რომელიც საღამოს 20:00 საათამდე გასტანს.
ამ პერიოდში იკრძალება პოლიტიკური რეკლამის ტრანსლაცია ტელეიზიითა და რადიოთი, ასევე არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების პროგრამების განთავსება და მათი გავრცელება.
ასევე არ დაიშვება პარტიის სახელით ამომრჩევლებთან დარეკვა და მათთვის შეტყობინებების გაგზავნა.
გარდა ამისა, ხმის მიცემის დაწყებამდე — დილის 08:00 საათამდე იკრძალება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების პუბლიკაცია.
საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.