საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი სანზონაში აიყვანეს.
მანამდე მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მისი თქმით, ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვები გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და რომ ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ მას საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.