„ამ ვიდზე შეგიძლია ყველაფერი გაბედო“ – ნინო ჩხეიძის ჩაცმულობამ სოცქსელები აალაპარაკა

ცნობილმა მომღერალმა ჩაცმულობის გამო სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი გამოიწვია.
Sputnik
მომღერალი ნინო ჩხეიძე საკუთარ ჩაცმულობასა და სასცენო კოსტიუმებს დიდ ყურადღებას უთმობს. ახლახან მან საზოგადოება ისევ აალაპარაკა, როდესაც ისრაელში, კერძოდ, ქალაქ აშდოდში გამართულ კონცერტზე „კრუელას“ მსგავსი კაბით წარდგა.
„კრუელა“ „დისნეის“ ახალი ფილმია, სადაც ცნობილი გმირის როლს ემა სტოუნი განასახიერებს. ფილმში ძალიან სახასიათო კოსტიუმებია გამოყენებული, რომლებიც „ოსკაროსანი“ დიზაინერის Jenny Beavan-ის ნახელავია.
როგორც ჩანს, ნინოს ეს დიზაინი ძალიან მოეწონა და ასეთივე კაბა შეაკერინა. ამაზე ანრი ჯოხაძემ ნინოს შემდეგი კომენტარი დაუწერა: „ამ ვიდზე შეგიძლია ყველაფერი გაბედო“. მომღერალმა სხვა არაერთი კომპლიმენტიც მიიღო.