„ვტოვებ აწყობილ ცხოვრებას კიევში“ - სააკაშვილის ვიდეომიმართვა საქართველოში წამოსვლამდე

მიხეილ სააკაშვილი კიევიდან საზოგადოებას მიმართავს. ვიდეო რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა
Sputnik
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე რამდენიმე წუთის წინ მორიგი ვიდეო გავრცელდა, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მზადაა საქართველოში წასასვლელად ყველაზე უსაფრთხო გზით.
„მინდა ვუთხრა ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანს საქართველოში: დამაპატიმრებენ თუ არა, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და შემდეგ არჩევნების მეორე დღეს დავორგანიზდეთ და გავითავისუფლოთ თავი და საქართველო. თუ დამაკავებენ, საბაბი არ უნდა იყოს, რომ ვიღაცამ ხელები ჩამოუშვას. მე შეგნებულად მივდივარ ამაზე“, - აცხადებს სააკაშვილი.