COVID-19 - ბოლო ცნობები

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 586.704 ადამიანი. ჩატარებულია 1.799.446 აცრა, ერთ დღეში აცრილია 12.562 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.751-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 614.763-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 586.704 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.633), გარდაიცვალა – 8.976 (ბოლო 24 საათში – 30). კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.169 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 768 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 42.657 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28.199, PCR–ტესტით – 14.458.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,1%, ბოლო 14 დღის – 5,8%, ბოლო 7 დღის – 5,22%.
სულ ჩატარებულია 1.799.446 აცრა, ერთ დღეში აცრილია 12.562 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.