ვრცელდება კადრები, როგორ შეჰყავთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში – ვიდეო

ვრცელდება კადრები, თუ როგორ შეჰყავთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში.
Sputnik
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, თუ როგორ შეჰყავთ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
დაკავებამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტის Facebook-გვერდზე 13-წამიანი აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სააკაშვილი მის შესაძლო დაკავებაზე საუბრობს.

„დიდი ალბათობით, მე ახლა დამაკავებენ თბილისში. მინდა გითხრათ, არაფრის შეგეშინდეთ, ყველა ვიბრძვით ბოლომდე. ხვალ ყველა მიდით არჩევნებზე და 3-ში (ოქტომბერს) ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას", – ამბობს სააკაშვილი.