„ბიჭს ველოდებით“ – ვინ მონათლავს გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ბავშვს?

პოპულარული წყვილის ოჯახში სიახლეა.
Sputnik
რამდენიმე თვეში გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი პირველი შვილის მშობლები გახდებიან. წყვილი ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა, როგორც გიორგიმ ,,პრაიმშოუში” აღნიშნა, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებში უკვე ბევრი ამჩნევდა მარიტას ცვლილებებს.
გიორგი ამბობს, რომ ისინი რამდენიმე თვეში ბიჭის მშობლები გახდებიან, პატარას კი ნოე სულაბერიძე და ანრი ჯოხაძე მონათლავენ.
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ცოტა ხნის წინ მოექცნენ საზოგადოების ყურდღების ცენტრში. წყვილი რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა და ზაფხულს პირველად შეხვდა ოჯახის ამპლუაში.