„მსხვერპლი ვარ. აღარ მიღირს“– რას უწუნებენ თაკო ნაცვლიშვილს და რატომ აღარ ჩანს ჩვენებებზე?

ცნობილმა მოდელმა საზოგადოებას გულისტკივილი გაუზიარა.
Sputnik
ყველასთვის კარგად ნაცნობი ტოპ-მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფოტოები ხელმომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს.
როგორც აღმოჩნდა, ის Body Shaming-ის მსხვერპლია და სხეულის ფორმების გამო სააგენტოები უარს ეუბნებიან.

„რაც უნდა გასაკვირი იყოს, Body Shaming-ის მსხვერპლი ვარ. 8 წელია, ვმუშაობ და აღარ მიღირს 200-მდე ქასთინგზე სირბილი, თან, როცა ვიცი, რომ ისევ უარს მეტყვიან. თუ რომელიმე ბრენდი დამიბარებს, აუცილებლად გამოვალ Runway-ზე, თან მოდის ტენდენციები ბრუნვადია და მოუნდებათ მალე ისევ ჩემი ტიპის მოდელები“, – წერს თაკო.

მოდელი ხელმომწერის კითხვასაც პასუხობს და მოდის ცვალებად ტენდენციებზე საუბრობს. ამბობს, რომ ტრენდულია უცხო ტიპაჟის, უცნაური გარეგნობის მოდელები, რაც მისასალმებელია, მაგრამ თუ diversity (მრავალფეროვნება) გახდა ტრენდული, ყველა ტიპაჟი უნდა იყოს მისაღები, რადგან ჩვენებაზე ან ძალიან გამხდრებს, ან Plus Size მოდელებს ირჩევენ.

„ჩემი აზრით, მოდელები, რომლებსაც სხვა პარამეტრები აქვთ, არ უნდა შეზღუდონ. თუ მკერდი აქვს მოდელს, მაგის გამო ხსნიან ჩვენებიდან და ეს სწორი არ არის. ყველა სხეული განსხვავდება და ყველა მისაღები უნდა იყოს, თუ ბრენდი ამბობს, რომ მისთვის diversity მნიშვნელოვანია“, – განმარტავს თაკო ნაცვლიშვილი.