არჩევნები 2021

ადგილობრივ არჩევნებს ევროპარლამენტის დელეგაციაც დააკვირდება

ევროპარლამენტის დეპუტატები საქართველოში 29–30 სექტემბერს ჩამოდიან და ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ისინი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ცნობილია ევროპარლამენტის დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება.
საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ვროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროდეპუტატისგან შედგება:
მაიკლ გალერი (EPP, გერმანია) – დელეგაციის თავმჯდომარე
მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი)
მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი)
კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი)
მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი)
ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი)
ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი)
ევროპარლამენტის დეპუტატები საქართველოში 29–30 სექტემბერს ჩამოდიან. ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პოლიტიკური პარტიების, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.
დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.