ცოტა ხნის წინ „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში „დიორის“ 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექციის ჩვენება შედგა.
ჩვენებაზე „დიორის“ ერთ-ერთმა მუზამ, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილმა დევა კასელმაც გაიბრწყინა. 17 წლის დევა შესანიშნავად გამოიყურებოდა, მას მუქი ლურჯი ორეული ამშვენებდა.
მონიკა ბელუჩი იტალიური კინოს და იტალიელი ქალის სილამაზის სიმბოლოა. მას მსახიობ ვენსან კასელთან ქორწინებიდან ორი გოგონა – 17 წლის დევა და 11 წლის ლეონი ჰყავს. დევა საკმაოდ ხმაურიანად გამოჩნდა შოუბიზნესსა და მოდის ინდუსტრიაში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა გოგონა 14 წლის იყო, Dolce & Gabbana-მ სარეკლამო სახედ აირჩია.