ათიდან სამი რაიონი: „თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის III, IV კვარტლების, შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, კონსტანტინე კაპანელის და ხომლის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ახალუბნის, თამაზ მუჯირიშვილის, ბეღლეთის, გალავნის, კაიშაურის, ნაქერალის, ოძისის, რუისპირის, საინგილოს, სომხეთის, ფშავის, შილდის და გოლოვნის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.