მომღერალ მაია ჯაბუას მცირე ხნის წინ და გარდაეცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მაია ჯაბუა ამ თემაზე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.
მომღერლის თქმით, ქალს გული აწუხებდა, შეუძლოდ იყო, თუმცა მის გარდაცვალებას არავინ ელოდა.
„უცებ მოხდა და ვერაფერი ვუშველეთ. ზოგადად, არ მიჭირს ჩემი ემოციებისა და ფიქრების სიტყვებით გადმოცემა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, არ ვიცი რა ვთქვა, თითქოს ტვინიც დაბლოკილია და არ იღებს ამ ინფორმაციას. ძალიან ცოტა დრო გავიდა, ჯერ ვერ დავალაგე აზრები“, – ამბობს მაია ჯაბუა.
მისი თქმით, დას დარჩა ერთი ქალიშვილი და შვილიშვილი, რომლებისთვისაც დედა და ბებია ახლა უკვე ის და მისი და უნდა გახდნენ.
„დედმამიშვილი ყველაზე ახლობელი, ყველაზე ძვირფასი ადამიანია, მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ. ჩემი ნაწილი თან გაჰყვა, უდიდესი ტკივილი დამიტოვა, ცოტათი ის მანუგეშებს, რომ მოგონებებში დამრჩა ბედნიერი დრო, როცა ყველანი ერთად ვიყავით“, – ამბობს მომღერალი.