სამეგრელოში კიდევ 26 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება იგეგმება

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე სულ 108 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდა.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, სამეგრელოს რეგიონში დამატებით 26 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხობის, აბაშის, სენაკისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში უნდა ჩატარდეს.
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში 2012 წლიდან ამ დრომდე სულ გაზიფიცირებულია 108 დასახლებული პუნქტი (სოფელი და ქალაქი). მათ შორის არის ისეთი მუნიციპალიტეტები, რომლებსაც საბჭოთა პერიოდშიც არ მიეწოდებოდათ ბუნებრივი აირი, მაგალითად, წალენჯიხა და ჩხოროწყუ.