არჩევნები 2021

მრგვალი მაგიდა: რას ელოდება ქართული საზოგადოება არჩევნებისგან

მრგვალი მაგიდა თემაზე „რას ელოდება ქართული საზოგადოება ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებისგან“ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ოთხშაბათს, 29 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.
Sputnik
საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებზე 3.497.345 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
რა ცვლილებებს ელოდება ქართული საზოგადოება არჩევნების შემდეგ, როგორ აშუქებს მედია წინასაარჩევნო კამპანიას, რა როლი ეკისრება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ მრგვალი მაგიდის წევრები:
– პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე;
– საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი ვასო კაპანაძე.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com