თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები 30 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საქართველოში ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ – მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. მაღალთიან ზონაში კი მოსალოდნელია თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.