COVID-19 - ბოლო ცნობები

„არავინაა უსაფრთხოდ, ვიდრე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ“ – ახალი კამპანია საქართველოში

საინფორმაციო კამპანია ძირითადად მიმართულია საქართველოში მცხოვრები ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა აქტიური ჩართვისკენ ვაქცინაციაში.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან (UNHCR) ერთად საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი კამპანია დაიწყო.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, კამპანიის ფარგლებში ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება, ასევე ორგანიზებული იქნება მათი ვაქცინაციის პროცესი.
საინფორმაციო კამპანია მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრიდან დაიწყო, სადაც ვაქცინაცია მოძრავ ამბულატორიაში ჩატარდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რა შემთხვევაში იქნება კორონავირუსის მეხუთე ტალღა მსუბუქი: გამყრელიძის პროგნოზი
იმუნიზაციის პროცესს აკვირდებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და UNHCR-ის მისიის ხელმძღვანელი კემლინ ფურლეი.
ვაქცინაციის გლობალური კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის ინიციატივით ხორციელდება.