საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 40%-ით გაიზარდა

მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და ურთიერთობებში უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის იზრდება.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან, 2021 წლის დასაწყისიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,7%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო საგარეო ვაჭრობის 12,1%-ია, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 71,5 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობები, დაახლოებით 29,8 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 73 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, 20 ათას ტონაზე მეტი ხილი და ა.შ.
საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი რეკორდულად იზრდება
რუსეთი, თავის მხრივ, საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია. წლის დასაწყისიდან საქართველოში 149,8 ათას ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტები შემოიტანეს.
რუსეთიდან ასევე შემოიტანეს დაახლოებით 248,3 ათასი ტონა ნავთობგაზები, 223,7 ათას ტონაზე მეტი ხორბალი, დაახლოებით 20,4 ათასი ტონა მცენარეული ზეთი და ა.შ.
რამდენად მნიშვნელოვანია რუსული ბაზარი?
ეკონომიკის საკითხთა ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ დაასახელა რამდენიმე ფაქტორი, რომელიც საქართველოსთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე მიუთითებს.
„რუსეთის ბაზარი დიდი და მოქნილია. რუსეთის მოქალაქეთა საშუალო მსყიდველობითი უნარი გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისა. გეოგრაფიული სიახლოვე, საერთო საზღვარი, გარკვეულწილად მენტალური მსგავსებაც, ენობრივი ბარიერის არარსებობა ხელს უწყობს იმას, რომ რუსეთის ბაზარი დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს ჩვენი ექსპორტის ერთ-ერთ მიმზიდველ და პრიორიტეტულ მიმართულებად“, – აღნიშნა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
რუსეთში ექსპორტირებულ ქართულ ატამსა და ვაშლატამაში ყავისფერი სიდამპლე აღმოაჩინეს
მისი თქმით, საქართველო და რუსეთი ექსპორტირებული პროდუქციით კონკურენტები არ არიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს.
„საქართველოს რუსეთში გააქვს პროდუქცია, რომელზეც რუსეთში მუდამ მაღალი, სტაბილური მოთხოვნილებაა. მეორე მხრივ, რუსეთი ქართველ მომხმარებელს აწვდის პროდუქციას, რომელიც არ იწარმოება ადგილზე, ან იწარმოება მცირე რაოდენობით და ეს არ იწვევს კონკურენციას ადგილობრივ მეწარმეებთან. ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად ეს კარგი დასაწყისია“, – განაცხადა არჩვაძემ.
გასულ წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 9,9%-ით ნაკლები იყო. მიუხედავად ამისა, 2020 წელს რუსეთი ქართული აგრარული პროდუქციისთვის მთავარი ბაზარი იყო.