„ამათთან განშორებას დასაბუთება სჭირდება“ – ალექსანდრე ჯეჯელავას ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა

განათლების ყოფილი მინისტრი ტყუპების მამა გახდა.
Sputnik
განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა 48 წლის ასაკში ტყუპების მამა გახდა. მას 24 სექტემბერს ანასტასია და ნიკოლოზი შეეძინა. ალექსანდრე ჯეჯელავა მეორედ არის დაქორწინებული. მისი მეუღლე მაია მუშკუდიანი გახლავთ.
„ანასტასია და ნიკოლოზი სახლში მობრძანდნენ! მადლობა ღმერთს! ახალი ცხოვრება იწყება! სახლიდან დილით გამოსვლა გართულდა. ამათთან განშორებას სერიოზული დასაბუთება სჭირდება“, – ამბობს ბედნიერი მამა.
ჯეჯელავას მეუღლე ასევე განათლების სისტემაში მუშაობს. ისინი ჯეჯელავას მინისტრობის დროიდან თანამშრომლობდნენ და ახლაც ერთად საქმიანობენ – პირადი და პროფესიული განვითარებისთვის, განათლების პოპულარიზაციისთვის ტრენინგებისა და ლექციების ორგანიზებით არიან დაკავებული.
მანამდე მინისტრი ნატალია მუხადგვერდელზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს. ალექსანდრე უკვე ბაბუაცაა და შვილიშვილები ჰყავს.