ჭიდაობა: ცნობილი გახდა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მსოფლიოს ჩემპიონატი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 2 ოქტომბერს დაიწყება. ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ათი მონაწილით წარდგება.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილ ნაკრებში 10 მოჭიდავეა, მათ შორის არიან მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ბექა ლომთაძე (61კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ). საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა მსოფლიო პირველობისთვის კი ასე გამოიყურება:
57 კგ - გოგა ძიგუა;
61 კგ - ბექა ლომთაძე;
65 კგ - ედემი ბოლქვაძე;
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი;​
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე;
79 კგ - ნიკა კენჭაძე;
86 კგ - სანდრო ამინაშვილი;
92 კგ - ირაკლი მწითური;​
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე;
125 კგ - გენო პეტრიაშვილი.
მსოფლიოს ჩემპიონატი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სტარტს 2 ოქტომბრიდან აიღებს. მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძესთან ერთად ნაკრებს ტურნირზე მწვრთნელები დავით ოთიაშვილი, ლევან ჩერტკოევი და დავით პოღოსიანი გაჰყვებიან.
ჭიდაობაში ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი 2019 წელს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ჩატარდა. ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა ოთხი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ბექა ლომთაძე, გენო პეტრიაშვილი, ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ირაკლი მწითური და იაკობ ქაჯაია დაეუფლნენ.