ქარიშხალმა დასავლეთ საქართველოში სახლები დააზიანა – ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელს ქარიშხალი დაატყდა თავს. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები სტიქიური უბედურების ადგილიდან.
Sputnik
ბოლო დღეებში საქართველოს რეგიონებში უამინდობაა. ძლიერმა ქარმა და გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა დასახლებულ პუნქტებში.
1 / 10

ქარიშხალმა ხობის რაიონის სოფელ შავღელეს გადაუარა

2 / 10

სტიქიამ 12 სახლს სახურავი მოხადა

3 / 10

დაზიანებული სახურავების ნაწილები ქუჩებში ეყარა

4 / 10

ზიანი მიადგა სოფლის მეურნეობასა და ინფრასტრუქტურასაც

5 / 10

ადგილზე მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მიმდინარეობს ზარალის შეფასება

6 / 10

დანგრეული სახლების მცხოვრებლებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ

7 / 10

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც, თუმცა, საბედნიეროდ, მათი დახმარება არავის დასჭირვებია

8 / 10

ადგილობრივი ხელისუფლება დანგრეული სახლების პატრონებს ფულად დახმარებას გაუწევს

9 / 10

ძლიერი ქარის გამო ბოლო დღეებში დასავლეთ საქართველოში სხვა სოფლებსაც მიადგა ზიანი

10 / 10

მეხანძრე-მაშველებს საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა