ყაზბეგი: მოგზაურობა კავკასიონის მთების ცენტრში – ფოტო

საქართველოში მთაში მოგზაურობის მსურველები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტის სურათები.
Sputnik
საქართველოს ჩრდილოეთში არის რეგიონი, რომლის ერთი ნაწილი ევროპაა, მეორე კი - აზია. ეს არის ყაზბეგი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი სტეფანწმინდაა. რეგიონი ცნობილია ულამაზესი პეიზაჟებითა და საოცარი ღირსშესანიშნაობებით.
1 / 12

მთებს შორის მოქცეული სტეფანწმინდა მწვერვალების ფონზე ძალიან პატარა ჩანს. ის 1744 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს

2 / 12

ასეთი ხედი იშლება XIV საუკუნის გერგეტის სამებიდან

3 / 12

ყაზბეგი ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს

4 / 12

აქ, პეიზაჟების გარდა, უამრავი ისტორიული ძეგლია

5 / 12

ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი გერგეტის სამების ტერიტორიაა

6 / 12

ეს ადგილი ზღვის დონიდან 2170 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს

7 / 12

ავტომობილი Mitsubishi Delica - რეგიონის ყველაზე პოპულარული მანქანა. სტეფანწმინდას ხუმრობით დელიკა-სითისაც უწოდებენ

8 / 12

თუმცა აქ რარიტეტულ მანქანებსაც იხილავთ. ეს საბჭოური ავტომობილი „გაზ-21“ („ვოლგა“) გახლავთ

9 / 12

ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მრავლადაა საფეხმავლო, სატრეკინგო და ალპინისტური მარშრუტები

10 / 12

ასევე უხვად არის ღირსშესანიშნაობები

11 / 12

მაგრამ უმთავრესი თავისუფლების შეგრძნებაა

12 / 12

ეს საოცარი ადგილია განუმეორებელი პეიზაჟებით, აქ მოგზაურობა კი დაუვიწყარ შეგრძნებებს ტოვებს