აშშ-ში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – ვიდეო

ლიანდაგებიდან სულ 10-დან 8 გვაგონი გადავიდა, მათგან ხუთი გადაყირავდა. მატარებელში 160-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
Sputnik
მონტანას შტატში სამგზავრო მატარებელს Empire Builder ავარია შეემთხვა. შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, 50-ზე მეტი დაშავდა.
შემადგენლობა, რომელიც ჩიკაგოდან სიეტლში მიემართებოდა, ქალაქ ჯოპლინის მახლობლად გადავიდა ლიანდაგებიდან.
გადამზიდი კომპანია Amtrak-ის მონაცემებით, მატარებელში იმყოფებოდა 141 მგზავრი და ეკიპაჟის 17 წევრი. შემთხვევის გამო რამდენიმე რეისი გაუქმდა.
ინციდენტის მიზეზებს იძიებენ აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო და Amtrak-ის სპეციალისტთა ჯგუფი.