თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. 25 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად კოვიდ-რეგულაციების დარღვევით იქეიფა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ფოტოებს „სტუდია მონიტორი“ ავრცელებს.
ინტერნეტ-გამოცემის ინფორმაციით, გამყრელიძემ მანამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ვაქცინაციის ცენტრი მოინახულა.
ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ნამდვილად იყო თანამშრომლებთან ერთად 25 სექტემბერს სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე, სადაც აცრეს მსურველები, მოინახულეს ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ისადილეს ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით.
„ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო", – განაცხადა გამყრელიძემ.