COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 27 სექტემბერი

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 578.881 ადამიანი. სულ ჩატარებულია 1.749.457 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.617 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 663-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 607.155-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 578.881 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.383), გარდაიცვალა – 8.844 (ბოლო 24 საათში – 27). კარანტინის რეჟიმშია 45, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.569 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 776 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 13.277 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7.302, PCR–ტესტით – 5.975.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,99%, ბოლო 14 დღის – 6,48%, ბოლო 7 დღის – 6,01%.
სულ ჩატარებულია 1.749.457 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.617 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.