ანჯელინა ჯოლიმ 15 წლით უმცროსი ბრედ პიტის შემცვლელი იპოვა? – ფოტოები

ანჯელინა ჯოლიმ, სავარაუდოდ, ახალი სიყვარული იპოვა.
Sputnik
ანჯელინა ჯოლის და The Weeknd-ის რომანი პრაქტიკულად დადასტურდა. 46 წლის ჯოლი და 31 წლის მუსიკოსი, რომლის ნამდვილი სახელია აბელა ტესფაიე, პაპარაცებმა პაემანზე გადაიღეს.
ანჯელინამ და The Weeknd-მა სანტა-მონიკაში მდებარე იტალიურ რესტორანში ორ საათზე მეტხანს დაჰყვეს.
რესტორანთან მსახიობი და მუსიკოსი ცალ-ცალკე მივიდნენ, ხოლო ტერიტორია ერთად დატოვეს. იმის მიუხედავად, რომ გარეთ მათ პაპარაცების არმია ელოდა. ინსაიდერები იმასაც წერენ, რომ მუსიკოსსა და მსახიობს საქმიანი ურთიერთობა აქვთ, თუმცა მასმედია მაინც რომანზე აპელირებს.
ხუთი წლის წინ სამყარო ერთმა ამბავმა შეძრა – მსოფლიოს ყველაზე პოპულარული წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს დაშორდნენ.
წყვილი ერთდ 2005 წლიდან ცხოვრობდა. მათ 2012 წელს იქორწინეს. ანჯელინას და ბრედს 6 შვილი ჰყავთ. თაყვანისმცემლებთან საუბრისას ბრედ პიტი ამბობდა, თუ როგორ სთხოვდნენ მას შვილები, რომ ანჯელინას დაშორებოდა.