სასწაული არ მომხდარა - ტოჩინოშინმა ტოკიოს ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა

ტურნირის შედეგების მიხედვით უარყოფითი ბალანსი ნიშნავს, რომ ტოჩინოშინი მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების განახლებულ რეიტინგში რამდენიმე პოზიციით ჩამოქვეითდება
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში შემოდგომის აკი ბაშო უარყოფითი ბალანსით (7-8) დაასრულა.
ტურნირის დასკვნით დღეს დასავლეთის მე-12 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ტოჩინოშინი დასავლეთის მეხუთე მაეგაშორა ტაკარაფუძისთან დამარცხდა.
ქართველმა სუმოისტმა აკი ბაშოზე ძალიან წარუმატებელი სტარტი აიღო და პირველი რვა ბრძოლიდან ექვსი წააგო. მაგრამ შემდეგ ზედიზედ ხუთი მოგება აჩვენა და დადებით ბალანსამდე გორგაძეს კიდევ ერთი მეტოქის დამარცხება აშორრბდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. თავდაპირველად ქართველი სუმოისტი კარიბაიამასთან დამარცხდა, შემდეგ კი ტაკარაფუძისთან.
ტურნირის შედეგების მიხედვით უარყოფითი ბალანსი ნიშნავს, რომ ტოჩინოშინი მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების განახლებულ რეიტინგში რამდენიმე პოზიციით ჩამოქვეითდება.
რაც შეეხება აკი ბაშოს გამარჯვებულს, იმპერატორის თასი იოკოძუნა ტერონოფუძიმ მოიპოვა.