როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა

სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 330 მლნ ლარს შეადგენს
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და წლის ბოლოს დასრულდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. გზის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე იქნება 5 გვირაბი და 12 ხიდი, ასევე 4 სატრანსპორტო კვანძი და 19 გადასასვლელი.
„კვლავ არსებობს გეოლოგიური გამოწვევები, თუმცა სამუშაოების გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მალე გვექნება ბათუმის ახალი შემოვლითი გზა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ბათუმის განტვირთვისთვის, ქალაქს აარიდებს ტრანზიტულ მოძრაობას, რაც ბათუმს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ქარსელაძემ.
მისი თქმით, მშენებლობა 2021 წლის ბოლოს დასრულდება და მისი ღირებულება 330 მილიონ ლარს შეადგენს.
გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის და აზიის საინვესტიციო ინფრასტრუქტურული ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.