თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ქალაქ ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 7კილომეტრში სოფელ ირისთან 3,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:07 საათზე დაფიქსირდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.