გურიაში ავარიას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა

მოზარდს მიკროავტობუსი დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და სახლში მიდიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მოძრავი მიკროავტობუსი დაეჯახა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მიკროავტობუსის მძღოლი პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.