ამინდის ზუსტი პროგნოზი ბათუმში: 27 სექტემბერი - 3 ოქტომბერი

მომავალი კვირა ბათუმში ძირითადად „ნაცრისფერი“ იქნება - ღრუბლიან ცაზე მზე იშვიათად გამოანათებს. მოსალოდნელია წვიმა და სუსტი ქარი.
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომავალ კვირაში ბათუმში მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი. დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 13-20 გრადუს სითბოს მიაღწევს.
კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში ასე გამოიყურება:
ორშაბათი, 27 სექტემბერი: მოსალოდნელია ღრუბლიანი უნალექო ამინდი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 13 გრადუსი იქნება, დღისით კი — 20 გრადუსი. დაუბერავს წამში 5 მ სიჩქარის ქარი.
სამშაბათი, 28 სექტემბერი: მოსალოდნელია უმეტესად მოღრუბლული ამინდი. დროგამოშვებით წვიმა. დღისით ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაიწევს. ქარის სიჩქარე — 5 მ/წმ.
ოთხშაბათი, 29 სექტემბერი: მოსალოდნელია წვიმა. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 13 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი 20 გრადუსამდე დაცხება. ქარის სიჩქარე — 4 მ/წმ.
ხუთშაბათი, 30 სექტემბერი: მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმა. ღამით ჰაერი ტემპერატურა პლუს 14 გრადუსზე დაფიქსირდება, დღისით კი — პლუს 19 გრადუსზე. ქარის სიჩქარე წამში 4 მეტრი იქნება.
პარასკევი, 1 ოქტომბერი: მოსალოდნელია წვიმა. ღამით — 14 გრადუსი სითბო, დღისით — 18 გრადუსი. ქარის სიჩქარე — წამში 5 მეტრი.
შაბათი, 2 ოქტომბერი: მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა. ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 14 გრადუსი იქნება, დღისით — მაქსიმუმ 20 გრადუსი სიცხე. დაუბერავს წამში 4 მეტრი სიმძლავრის ქარი.
კვირა, 3 ოქტომბერი: ბათუმში მოსალოდნელია კვლავ მოღრუბლული ამინდი, დროგამოშვებით წვიმა. ღამით პლუს 14 გრადუსი, დღისით — მაქსიმუმ 20 გრადუსი სითბო. ქარის სიჩქარე წამში 5 მეტრს მიაღწევს.