თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის, ნიკო მუსხელიშვილის, დავით კვაჭანტირაძის, შალვა მშველიძის, ვალერი უტუაშვილის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.