თბილისი, 25 სექტემბერი- Sputnik. იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნართან ავტომობილს, რომელშიც დედა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იჯდა, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა. ადგილზევე დაიღუპა ერთი ბავშვი, იუწყება „ტვ პირველი“.
ტელეარხის ინფორმაციით, დაღუპულია რვა თვის ბავშვი, მეორე ბავშვი გადარჩა. დედის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის ყბა-სახის ტრავმებით რეფერალურ კლინიკაში გადის მკურნალობას.
საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. უცნობია, დაკავებულია თუ არა მეორე ავტომობილის მძღოლი.