თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ბოსფორის სრუტეში რუსული და თურქული ტვირთმზიდების შეჯახების შესაძლო მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, თურქული გემის საჭის მართვის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.
ამის შესახებ РИА Новости სანავიგაციო კომპანია Волжское пароходство-ზე დაყრდნობით იუწყება. უწყებაში განმარტეს, რომ ბორტზე 11 კაციანი ეკიპაჟი იმყოფება, ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
როგორც შაბათს თურქეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, ბოსფორის სრუტეში ერთმანეთს რუსული ტვირთმზიდი „რუსიჩ 10“ და თურქული Tahsin İmamoğlu შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად არავინ არ დაშავებულა. ადგილზე დასახმარებლად გავიდა სამი სამაშველო კატარღა და 14 ბუქსირი.
Волжское пароходство-ში ინფორმაცია დაადასტურეს.
„25 სექტემბერს დილის 05:00 საათზე შავ ზღვაში ბოსფორის სრუტის გავლის დროს მშრალი ტვირთის გადამზიდი თბომავალი „რუსიჩ-10“ თურქულ თბომავალს შეეჯახა. „რუსიჩ-10“ პორტ გემლიკიდან (Gemlik - ქალაქი ბურსას პროვინციაში) ტაგანროგის პორტში დასატვირთად მიემართებოდა... წინასაწარი მონაცემებით, თურქული გემის საჭის მართვის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. მომხდარის დეტალები დგინდება“, - განაცხადეს კომპანიაში.