იალბუზზე ხუთი ალპინისტი დაიღუპა

მთამსვლელები ამინდის გაუარესების გამო შექმნილ პირობებს ვერ გაუმკლავდნენ.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. იალბუზზე ასვლის დროს ხუთი ალპინისტი დაიღუპა, იუწყება РИА Новости რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით.
19-მა ტურისტმა ამინდის გაუარესების გამო დახმარება გუშინ 5,4 ათასი მეტრი სიმაღლიდან ითხოვა. ამათგან ხუთი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულები ხუთი სხვადასხვა ქალაქიდან არიან – სანქტ-პეტერბურგი, ტიუმენი, იაკუტსკი, ეკატერინბურგი და ტოლიატი.
მათი უმრავლესობა ქალია, აღნიშნავენ საგამოძიებო კომიტეტში.
მანამდე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთაგან ოთხი ქალია.
დანარჩენი ალპინისტები ევაკუირებული არიან და სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მოთხოვნებთან შეუსაბამო მომსახურების გაწევის გამო. სანქცია ამ მუხლით 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.