თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ფშაველი–აბანო–ომალოს შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზის მე-10 და 72-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მიზეზი უხვი ნალექია, რის შედეგადაც ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 26-ე და 47-ე კილომეტრზე ადიდდა ხევები, რამაც ღვარცოფი გამოიწვია.
აღნიშნული გზის მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.