COVID-19 - ბოლო ცნობები

დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში 4 ოქტომბერს: ტიკარაძის განმარტება

რთული ეპიდვითარების გამო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა დათქმულ დროს დაიწყება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე: სწავლის დასწრებით ფორმატში დასაწყებად სტუდენტების მეტი აქტიურობაა საჭირო
მინისტრის განმარტებით, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე სხვა უწყებები ყველაფერს აკეთებენ ეპიდსიტუაციის დასტაბილურებისთვის, რათა შესაძლებელი იყოს სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება, ასევე ეკონომიკური საქმიანობების გააქტიურება.
ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდვითარება დამაკმაყოფილებელია, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებებია რეგიონებს შორის.
„შეინიშნება, რომ აჭარასა და თბილისში გაცილებით უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე კახეთში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ტარდება ქვეყნის მასშტაბით, იყოს ადეკვატური რეგიონებშიც“, – განაცხადა ტიკარაძემ.
4 ოქტომბრიდან იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორებში დასწრებულ ფორმატში განახლდება, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა დისტანციურად წარიმართება.
საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემთხვევაში მშობელს ისევ ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.