თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. თბილისი–რუსთავის გზაზე მომხდარ ავტოავარიას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბენზინგასამართი სადგურის ბანერს შეეჯახა.
შემთხვევის დროს ავტომობილში 20 წლამდე ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა, ერთი ადგილზევე დაიღუპა, მეორე კი სასწრაფო დახმარებამ კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.