„პატრულში დავრეკე...“ – როგორ დაიცვა თავი შორენა ბეგაშვილმა მოძალადე ქმრისგან

შორენა ბეგაშვილმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს პირადი ცხოვრებიდან ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდი გაუმხილა.
Sputnik
მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, როგორ შეიძლება თავის დაცვა მოძალადე მეუღლისგან, რაზეც შორენამ ასეთი პასუხი გასცა: „მე პატრულში დავრეკე“.
შორენა ბეგაშვილს ოფიციალურად ორი ქმარი ჰყავდა. პირველ ქმართან ის ქორწინებაში წლების წინ იყო და ამ ქორწინებიდან ერადერთი შვილი ევა ბარბაქაძე ჰყავს. ცნო­ბი­ლია ის ფაქ­ტიც, რომ „ფლე­ი­ბო­ი­ში“ გა­და­ღე­ბის დროს ისი­ნი ისევ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ხოლო და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი მისი სკან­და­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი არ გამ­ხდა­რა.
როგორც შორენა ამტკიცებს, ქმარმა რამდენჯერმე მოიტაცა, ხოლო დაშორების მიზეზად მის ღალატს ასახელებს. ამ ყველაფერს მსახიობის ქმარი უარყოფდა – სკოლიდან შეყვარებულები ვიყავით, არავის მოუტაცია და არც მისთვის მიღალატიაო.
ბეგაშვილის მეორე ქმარი ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე იყო, თუმცა საზოგადოებამ მათი ქორწინების შესახებ მხოლოდ 8 წლის შემდეგ შეიტყო, როდესაც იუსტიციის სახლიდან შორენამ განქორწინების მოწმობის ფოტო გამოაქვეყნა.