როდის გამოიდარებს საქართველოში: სინოპტიკოსების პროგნოზი

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთ–ორ დღეში წვიმიან ამინდს შემოდგომის თბილი ამინდი ჩაანაცვლებს.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 25–27 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს და ჰაერი 21–23 გრადუსამდე გათბება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
25–26 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა პლუს 17–22 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა.
27 სექტემბერს პლუს 20–25 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
თბილისში 25 სექტემბერს ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა პლუს 15–18 გრადუსი იქნება.