ქართველმა მოდელმა Emporio Armani-ს ჩვენება გახსნა – ფოტოები

ქართველმა მოდელმა Emporio Armani-ს ჩვენებაზე ორი ლუქი წარადგინა.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი მილანის მოდის კვირეულში მონაწილეობს. მას საქართველოში ნინო ცქიტიშვილის სააგენტო წარმოადგენს, ხოლო საზღვარგარეთ Milan URBN Models, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კონტრაქტის ფარგლებში ის მილანის მოდის კვირეულის რამდენიმე ჩვენებაში მონაწილეობს. მათ შორის – ბრენდის ac9world-ის კოლექციის ჩვენება და სულ ახლახან Emporio Armani-ს ჩვენება, რომელიც სწორედ ქართველმა მოდელმა გახსნა და პოდიუმზე რამდენიმე ნამუშევარი წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 2021 წლის 28 თებერვალს ჯორჯო არმანის ჩვენება ასევე ქართველმა მოდელმა ზინი ქაჯაიამ გახსნა და სამი ლუქით გაიარა. ზინი ქაჯაია „ლუქ მოდელს მენეჯმენტის“ მოდელია.