ნიკოლ კიდმანი და ბილი აილიში დემნა გვასალიას სამოსით მსოფლიო მოდის ჟურნალებს ამშვენებენ

ქართველი დიზაინერის სამოსი ცნობილმა მსახიობმა და მომღერალმა მოირგეს.
Sputnik
დემნა გვასალიას მიერ „ბალენსიაგასთვის“ შექმნილი პირველი „ოტ კუტიურ“ კოლექცია მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრშია. პრესტიჟული გამოცემები ვარსკვლავებთან ინტერვიუებსა და ფოტოსესიებს გვთავაზობენ, სადაც მათ სწორედ დემნას მიერ შექმნილი ნამუშევრები აქვთ მორგებული.
„ჰარპერს ბაზაარს“ ამშვენებს ნიკოლ კიდმანი „ბალენსიაგას“ სამოსში, ხოლო „ელის“ ახალ ნომერს – მომღერალი ბილი აილიში, ამავე ბრენდის ნამუშევრით.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ ჯილდოზე, მოდის ოსკარად წოდებულ CFDA-ზეა ნომინირებული.