მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე რამდენიმე დღის წინ დედა გახდა. მას და მის მეუღლეს აჩიკო ჯაფარიძეს პირველი შვილი შეეძინათ. პატარას სანდრო დაარქვეს.
ნატალიამ დავით გაგუას კლინიკაში იმშობიარა. დედა-შვილი თავად კარგად გრძნობს. ახლახან გაგუას კლინიკის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ნატალია შვილთან და ექიმ დავით გაგუასთან ერთად არის გადაღებული.
„ნატალია და პატარა სანდრო დღეს სახლში გავაცილეთ“, – აწერია ფოტოს.