მშენებლობის ღირებულება საქართველოში კვლავ იზრდება – სტატისტიკის ახალი მონაცემები

ინდექსის გაზრდა ძირითადად სამშენებლო მასალების ფასების 17,2%-ით ზრდის ხარჯზე მოხდა. ამავე დროს ხელფასები 22,9%-ით გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში 2021 წლის მეორე კვარტალში 16,8%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
ინდექსის გაზრდა ძირითადად სამშენებლო მასალების ფასების 17,2%-ით გაზრდამ, ასევე საშუალო ყოველთვიური ხელფასის 22,9%-ით ზრდამ გამოიწვია.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2021 წლის მეორე კვარტალში, 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 8,2%-ით გაიზარდა.
უძრავი ქონების ბაზარი თბილისში – ბოლო მონაცემები
ცვლილება ძირითადად სამშენებლო სექტორში დასაქმებულების საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასის 20,6%-ით ზრდის გამო მოხდა.
საქართველოში 2021 წლის პირველ ნახევარში ექსპლუატაციაში შევიდა ჯამში 818,6 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 1.128 ობიექტი. 2020 წლის იანვარი–ივნისთან შედარებით ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 39,3%-ით გაიზარდა, ხოლო ფართობი – 7,9%-ით.