„გასალახი ვინ არის მე ვიცი“ – ია ფარულავას და ტარიელ სუარის ოჯახური დრამა ერთ ვიდეოში

ია ფარულავამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მეუღლეს ტარიელ სუარს ეჩხუბება.
Sputnik
პოპულარული მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა „ინსტაგრამის“ „სთორებში“ ძალიან აქტიურია და ყოველდღიურად აქვეყნებს მისი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებსა თუ ფოტოებს. გუშინდელი დიდი წვიმის დროს მსახიობს აივანზე გასამზეურებლად გატანილი ახალი ბალიშები დარჩა, რის გამოც ისინი წვიმამ გააფუჭა.
სახლში დაბრუნებულმა იამ ჯერ კატის „დადანაშაულება“ გადაწყვიტა იმაში, რომ ახალი ბალიშები გაუფუჭდა, რის გამოც შესაძლოა გადასაყრელიც კი გახდეს, შემდეგ კი მეუღლეს ტარიელ სუარს მიადგა. „გასალახი ვინ არის მე ვიცი, რატომ არ შემოიტანე ბალიშები, რა უქენი ჩემ ბალიშებს?!“ – მიმართავს ია მეუღლეს.
ტარიელ სუარი და ია ფარულავა 2014 წელს მოულოდნელად დაქორწინდნენ. წყვილი ასევე ხმაურიანად დაშორდა. მისი მეუღლე დაშორების მიზეზებზე თავად წერდა Facebook-ის პირად გვერდზე და დაშორების მიზეზად ია ფარულავას და მისი „პარიკმახერის“ მიმოწერას ასახელებდა, სადაც ისინი თითქოს მას უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს უწოდებდნენ, აგინებდენ დედას, იმუქრებოდნენ მისი მოშორებით, რის გამოც სიბრაზისგან თავი ვერ შეიკავა და მინა ჩაამტვრია.
წლების შემდეგ ია ფარულავამ გაამხილა, რომ ისევ ტარიელ სუართან ერთადაა, მასთან ერთად ცხოვრობს და ის ერთადერთი კაცია, რომლისთვისაც არ უღალატია. ტარიელს ვიდეოების და ფოტოების გადაღება არ უყვარს, თუმცა იას „სთორებში“ დროდადრო ჩანს როგორია წყვილის თანაცხოვრება.