მსოფლიო დღეს

რუსეთში არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის 52% გამოცხადდა

რუსეთის ამომრჩეველთა სიაში 100 მილიონზე მეტი მოქალაქეა.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე ამომრჩევლების 51,72 პროცენტი გამოცხადდა, იუწყება РИА Новости ცესკოზე დაყრდნობით.
არჩევნები 17–19 სექტემბერს ჩატარდა. რუსეთის მოქალაქეებმა ხუთი წლის ვადით შერეული სისტემით აირჩიეს 225 დეპუტატი პარტიული სისტემით და კიდევ 225 – ერთმანდატიან ოლქებში.
„ამომრჩეველთა სიაში გვყავდა 109.204.662 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობდა 56.484.685, ანუ ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 51,72%“, – განაცხადა რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა
მან დასძინა, რომ კენჭისყრის დროს და ხუთშაბათამდე საარჩევნო კომისიებიდან არც ერთი საჩივარი არ შესულა, რომელიც ცესკოს მხრიდან განხილვას მოითხოვდა.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ერთიანი რუსეთი“ (Единая Россия) გაიმარჯვა. მან სახელმწიფო სათათბიროში 324 მანდატი მიიღო.