ვერიკო ტურაშვილს მამა გარდაეცვალა

ცნობილი მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სოციალურ ქსელში მამის ფოტოებს აქვეყნებს.
Sputnik
ცნობილ ქართველ მომღერალს ვერიკო ტურაშვილს მამა გარდაეცვალა. ინფორმაციას თავად მომღერალი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს.
ირკვევა, რომ მომღერლის მამა კორონავირუსს ემსხვერპლა. ვერიკო ტურაშვილის მშობლები კორონავირუსით აგვისტოში დაინფიცირდნენ. დედამ 12 დღეში დატოვა კლინიკა, მამამ კი ერთი თვე გაატარა ჰოსპიტალში და მკურნალობას აგრძელებდა.
მაშინ მომღერალი წერდა, რომ დედას აცრა ჰქონდა გაკეთებული, მამა კი არ აიცრა, რის გამოც დედამ უმარტივესად გადაიტანა ვირუსი, ხოლო მამას ავადმყოფობა ძალიან გაურთულდა.

„მამას წინ სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს და, იმედია, დავძლევთ. აიცერით, ხალხო. საკუთარ თავზე და ოჯახზე გამოვცადე აცრილის და აუცრელის უდიდესი სხვაობა! ფილტვებიც დაუზიანდა და ვირუსმა საშინელ დეპრესიულ მდგომარეობაში ჩააგდო. ძალიან დათრგუნულია. წევს და ჟანგბადდამოკიდებულია. მხოლოდ წამლებით ვერ გამოკეთდება. თვითონ უნდა დაგვეხმაროს“, – დაწერა იმ პერიოდში მომღერალმა.