მსოფლიო დღეს

რუსეთი ნატოს ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირებას სთავაზობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა მოსკოვის წინადადებებზე ალიანსთან ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირების კუთხით, იუწყება РИА Новости რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.
ლავროვისა და სტოლტენბერგის შეხვედრა გუშინ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

„განიხილეს რუსეთი–ნატოს ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა. რუსეთის მხრიდან ყურადღება კვლავ გამახვილდა კონკრეტულ წინადადებებზე დაძაბულობის შემცირებისა და დეესკალაციის საკითხებზე“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

უფრო ადრე რუსმა დიპლომატმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში განუცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ნატოში გაერთიანებას, ამიტომ ცდად არ ღირს.