თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა თვითმმართველობის არჩევნებზე მზადაა მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დაუჭიროს მხარი.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ამაზე მეტყველებს თავად მმართველი პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ დედაქალაქში ჩატარებული კვლევის შედეგები.
კითხვაზე - „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, ხმები ასე განაწილდა:
კახა კალაძე („ქართული ოცნება“) – 57,9%;
ნიკა მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 27,8%;
გიორგი გახარია („საქართველოსთვის“) – 5,3%;
ანა ბიბილაშვილი („ლელო საქართველოსთვის“) – 2,5%;
გიორგი ლომია („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) – 2,1%;
ანა დოლიძე („ხალხისთვის“) – 1,6%;
თამარ კეკენაძე („მესამე ძალა“) – 0,6%;
მიხეილ ქუმსიშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“) – 0,5%;
დანარჩენი კანდიდატები – 1,7%.
„კახა კალაძის რეიტინგი, წინა პერიოდის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კიდევ გაიზარდა. ჩვენი მოლოდინები გამართლდა, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას და, შესაბამისად, რეიტინგიც მზარდია. როგორც ხედავთ, კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულოს“, – აღნიშნა ბრიფინგზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს, კითხვაზე – „ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხვაში მონაწილეთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 50,9%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 25,2%;
„საქართველოსთვის“ – 5,7%;
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 3,4%;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,1%;
„ლელო საქართველოსთვის“ – 2,9%;
„მოქალაქეები“ – 2,6%;
„მესამე ძალა“ – 1,7%;
„ევროპული საქართველო“ – 1,1%;
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 0,9%;
„გირჩი“ – 0,4%;
დანარჩენი პარტიები – 2,15%.
კვლევა 16–20 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, რომელშიც 2.792-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილება +/–3%-ია.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.