ნუცა ბუზალაძე რადიო ,,ფორტუნას” ესტუმრა და თათა სადრაძის გადაცემაში ,,არტ-FM” თავის კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, არის თუ არა მის პირად ცხოვრებაში სიახლე, მომღერალმა ასე უპასუხა:
„ძალიან არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. არასდროს არავინ იცის, რომ შეყვარებული ვარ, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც ვეპრანჭები, თუმცა სერიოზულ ურთიერთობაზე ჯერ ძალიან ადრეა ლაპარაკი“.
ნუცას ყველაზე გახმაურებული ურთიერთობა გასულ წელს ჰქონდა. არტისტის შეყვარებული საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი პატი მეზვრიშვილი იყო, თუმცა წყვილი დაშორდა და ნუცამაც შეწყვიტა მამაკაცის ფოტოების გამოქვეყნება.