YouTube-ზე იძებნება ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი, სადაც გადამღები ჯგუფი თბილისის ახლანდელ მერს და მაშინდელ „მილანის“ ფეხბურთელს კახა კალაძეს იტალიაში ესტუმრა. ვიდეოში კახა კალაძე 32 წლისაა, მისი მეუღლე ანუკი არეშიძე კი 20 წლის.
წყვილს ჯერ მხოლოდ ერთი ვაჟი ბუბუ და, სავარაუდოდ, პირველი ძაღლი ჩიხუახუა ჰყავს. ჩანაწერი კონკრეტულად იმ დროსაა გაკეთებული, როდესაც კალაძე 32 წლის გახდა, ანუ 2010 წლის 27 თებერვალს. როგორც ფეხბურთელი ამბობს, დიდად არ უყვარს საკუთარი დაბადების დღე, რადგან ამ დროს წლები ემატება.
ამ პერიოდში კალაძე–არეშიძის ოჯახი საკმაოდ მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობს და ფეხბურთელის დაბადების დღეს ერთ-ერთ პოპულარულ იტალიურ რესტორანში აღნიშნავს, სადაც ანუკი არეშიძემ მეუღლეს სიურპრიზი მოუწყო და ტორტი მიართვა.
წყვილი ამჟამად წყნეთში ცხოვრობს, ჰყავს ოთხი ვაჟი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი სამი წლისაა.